როგორ შეიძლება, რომ მე სახელმწიფო მაკონტროლებელს ვენდობოდე ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არსებობს და ვიცი, რომ როგორც ერთი კაცი გადაწყვეტს, ისე იქნება ყველაფერი, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია “გირჩის” ფინანსები საჯარო და ხელმისაწვდომია.
“ჩვენი ფინანსები საჯაროა. ინტერნეტში დევს და ყველა მოქალაქისთვის მისი დაფუძნების დღიდან ხელმისაწვდომია. შესაბამისად, ჩვენ არც ველოდებოდით იმას, რომ რაღაცნაირად ვიღაც გვეტყოდა, რომ ფინანსებს ვმალავთ. შეიძლება, ყველაფერი დაგვაბრალონ, მაგრამ ბევრი ფინანსები რომ გვაქვს და თან ვმალავთ, ამას არ დავიბრალებთ. რაც შეეხება ნდობას, როგორ შეიძლება, რომ მე სახელმწიფო მაკონტროლებელს ვენდობოდე ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არსებობს და ვიცი, რომ როგორც ერთი კაცი გადაწყვეტს, ისე იქნება ყველაფერი.
ზოგადად, გამჭვირვალობაში როგორ შეიძლება ცალკე აღებული რამე იყოს. უბრალოდ, ყველაფრის გამჭვირვალობა ყოველთვის არ ვარგა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების დაფინანსება სრულად ან ნაწილობრივ არ საჯაროვდება.