spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლელა ჯეჯელავა – ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გარკვეული ღრუბლები იყრის თავს და პროცესი წარიმართება იმის მიხედვით, როგორ მოიქცევა ის

ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გარკვეული ღრუბლები იყრის თავს და  პროცესი წარიმართება იმის მიხედვით, როგორ მოიქცევა ის, –  ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  „ქართული ოცნება“ თავის „ანალიტიკურ ლაბირინთში“ ჩაიკარგა. 

 

“ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები და ექსპერტები იმდენად დაიკარგნენ თავის მიერ შექმნილ ამ ანალიტიკურ ლაბირინთში, რომ გამოსავალი ვერაფრით იპოვეს და გამოსავალი ისევ ბიძინა ივანიშვილმა მისი ადვოკატის სახით მოუვლინა. 

 

სრულიად დაარღვია დღეს მათი ანალიტიკური შედევრი კობახიძემ და ამტკიცებდა,   რომ ამერიკა არ უხსენებიათ, როგორ არ უხსენებიათ… 

 

ეს იყო სრული აბსურდი,  რაც მან  განაცხადა, შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება,  რომ დასავლეთს უნდა ომი და  ბიძინა ივანიშვილის კაპიტალზეა დამოკიდებული მშვიდობა მთელ მსოფლიოში.  შემდეგ „მოხალისე ექსპერტებმა“ რა განცხადებებიც გააკეთეს, ამან მთლად ცეცხლზე ნავთი დაასხა. განვითარებულმა პროცესებმა  ცხადყო, რომ  „ოცნების“ პოლიტიკური ძალაუფლება დგას ბიძინას კაპიტალზე. საფრთხე იგრძნეს, რომ ბიძინა დაკარგავს ფინანსებს და ესენი დაკარგავენ ძალაუფლებას. შიშს დიდი თვალები აქვს და შიში გონებასაც აკარგვინებს ადამიანებს და ეს იყო სრულიად ირაციონალური ბოდვები. შესაძლოა, ეს კობახიძის თვითშემოქმედება იყო, ან  იყო საერთო პოზიცია,  მოსინჯეს და ნახეს, რომ დიდ შარს გადაეყარენ. მიხვდნენ ან მიახვედრეს.  ასეა თუ ისე,  ყველაფერი ეს იმას მიანიშნებს, რომ  ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გარკვეული ღრუბლები იყრის თავს. პროცესი წარიმართება იმის მიხედვით, როგორ მოიქცევა ის“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები