სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, იტალიელ ჟურნალისტსა და სოციალურ მედია-ინფლუენსერს კონსუელო ჯენარის უმასპინძლა.
პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტმა რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოინახულა.
ბორჯომის ცენტრალური პარკი, ახალციხის ციხე, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, სოფელი სარო, კურორტი აბასთუმანი – იმ ტურისტულ ადგილებს შორისაა, რომლის შესახებაც იტალიელი ჟურნალისტი მაყურებელს შთაბეჭდილებებს გაუზიარებს. კონსუელა ჯენარი ასევე ესტუმრა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” სადემონსტრაციო ნაკვეთს, სადაც ისტორიული მესხური ჯიშის მარცვლეული კულტურების აღდგენა/სელექცია ხორციელდება.
ტურის ფარგლებში მოხდა სამცხე-ჯავახეთის ტურისტული სერვისების გაცნობაც, როგორიცაა განთავსებისა და გასტრონომიული ობიექტები.
ინფოტურის შედეგად, იტალიელი ჟურნალისტი და ინფლუენსერი რეგიონის ძირითადი ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ 30-წუთიან ფილმს და სტატიებს მოამზადებს, რომლებიც იტალიურ მედიაპლატფორმებზე გავრცელდება.
პრესტურის მხარდამჭერები არიან – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წევრი კომპანიები.