უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 26 650 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 12.05-მდე: ტანკები – 1 195, ჯავშანტექნიკა – 2 873, საარტილერიო სისტემები – 534, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 191, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 87, თვითმფრინავი – 199, ვერტმფრენები – 161, საავტომობილო ტექნიკა – 2 019, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 13, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 398, სპეციალური ტექნიკა – 41, საკრუიზო რაკეტები – 94.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.