spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

დაბა ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 

 

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება პარკის ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სათამაშო მოედნები, ტურისტული ზონები. პარკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრაქციას წარმოადგენს საფეხმავლო რამპა, რომლის მეშვეობითაც მოხდება კავშირი ქვედა და ზედა ზონებს შორის.

 

ასევე, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებით გამწვანდება პარკის ტერიტორია. დამნტაჟდება სკამები, გარე განათების ლამპიონები და ნაგვის ურნები.

 

ტერიტორიაზე მოეწყობა მცირე ზომის სწრაფი კვების ობიექტიები და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის მოედანი. 

 

ბაკურიანის ცენტრალური პარკი სათხილამურო კურორტის ერთ-ერთ მთავარ რეკრეაციულ სივრცეს წარმოადგენს, რომლის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 9, 897, 896 ლარი გამოყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები