spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – უკრაინა არასოდეს აღიარებს დონბასის “ავტონომიას”, რომელსაც რუსეთი სთავაზობს ადამიანების მკვლელობებით

უკრაინა არასოდეს აღიარებს დონბასის „ავტონომიას“, რომელსაც რუსეთი სთავაზობს ტერიტორიების მიტაცებით და ხალხის მკვლელობით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.

 

მისივე თქმით, დონბასის „ავტონომიაზე“ საუბარი არ შეიძლება.

 

”ახლა მათ აღიარეს დონბასის ტერიტორიები, როგორც ცალკეული რესპუბლიკები, რომლებიც არ არიან უკრაინის შემადგენლობაში. რუსეთმა განაცხადა, რომ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ყველა დასახლება არის ”მთელი ჩვენი მიწა”, ახლა კი ისინი თითქოს ასუფთავებენ დონბასს ნაცისტებისაგან. მოკლეს, გაანადგურეს და ამბობენ – ახლა მოდით ავტონომია. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ მათ ავტონომიას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები