spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თორნიკე შარაშენიძე – რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიაზე ახალ სანქციებს აღარავინ დაადებს

რუსეთს ე.წ.სამხრეთ ოსეთის ანექსიაზე ახალ სანქციებს აღარავინ დაადებს, – ამის შესახებ  Front News-ს  GIPA-ს პროფესორმა, საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა. 

 

მისი თქმით, საქართველოს წელს ამ მხრივ მოქმედების არეალი გაცილებით შეზღუდული აქვს. 

 

“შარშან ჯერ კიდევ შეიძლებოდა რუსეთისათვის სანქციების დადება, ამიტომაც ალბათ, საპასუხო ქმედების შიშით რუსეთს  შეკრული ჰქონდა ხელ-ფეხი,  ახლა მას ყველანაირი  სანქცია დადებული აქვს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის  მიერთებაზე, ანექსიაზე  არავინ სანქციებს არ დაადებს. შესაბამისად, ახლა ჩვენ გაცილებით უძლურები ვართ, ვიდრე ვიყავით შარშან და განცხადების კეთების იქეთ აღარაფერი შეგვიძლია. განცხადება, ალბათ, იქნება ჩვენი,  რომ ამას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამის იქეთ ვერაფერს ვიზამთ“, – განაცხადა შარაშენიძემ.  

 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან მიერთებაზე “რეფერენდუმი” 17 ივლისს ჩაინიშნა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები