მარიუპოლის აზოვსტალზე პირველად რუსმა დამპყრობლებმა ფოსფორის – ცეცხლგამჩენი ბომბები ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ქალაქის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.
“მარიუპოლი. აზოვსტალი. ისევ – ციდან, ზღვიდან, მიწიდან. გუშინ ოკუპანტებმა პირველად გამოიყენეს ცეცხლგამჩენი ან ფოსფორის ბომბები მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ (დასკვნას სპეციალისტებს დავუტოვებთ)”, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ.
მისი თქმით, თავად დამპყრობლები ამტკიცებენ, რომ მათ გამოიყენეს თერმიტის ფენებით ცეცხლგამძლე 9M22S ჭურვები. წვის ტემპერატურა დაახლოებით 2-2,5 ათასი გრადუსია. ხანძრის შეჩერება თითქმის შეუძლებელია.
“ჯოჯოხეთი ამოვიდა დედამიწაზე, აზოვსტალამდე. წარმოუდგენელია, როგორ უძლებენ ჩვენი დამცველები”, – აღნიშნა ანდიუშჩენკომ.