spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – “აზოვსტალიდან” მებრძოლების ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება, მთავარია, შეთანხმებები შესრულდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების „აზოვსტალიდან“ ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან რთულ და მგრძნობიარე მოლაპარაკებებს, რათა გადავარჩინოთ ჩვენი ხალხი მარიუპოლიდან, აზოვსტალიდან. ჩვენ ამ საკითხს ყოველდღიურად ვამუშავებთ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, უკრაინელი ჯარისკაცების ევაკუაციის საკითხში მთავარია, რომ შეთანხმებები შესრულდეს.

 

აღსანიშნავია, რომ ახლა უკრაინელი დიპლომატები ცდილობენ შესთავაზონ რუსეთის ფედერაციას „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის ისეთი ვარიანტი, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები