ჭიათურის “მათემ“ რაგბიში საქართველოს რეგიონული ლიგა მოიგო და ჩემპიონი გახდა.
ფინალურ შეხვედრაში ჭიათურამ რუსთავს 23-18 სძლია და პირველ ლიგაში გადაინაცვლა.
გამარჯვებული მორაგბეები ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, “ჯორგიანმანგანეზის” წარმომადგენელმა თემურ ხონელიამ და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ დააჯილდოვეს.