ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზურაბ კორძაია გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
სოფელ ყვიბისში ე.წ დარბაიძეების, შუბითიძეების, ხაჩიძეებისა და ციცქიშვილების უბანში, ჯამში გზის 1 კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება. ასევე 400 მეტრზე სანიაღვრე არხის მოწყობა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 459 001 ლარია გამოყოფილი