თბილისში, იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, 28 წლის ქალი სავარაუდოდ, შენობის მე-6 სართულიდან გადმოვარდა.
გარდაცვლილი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა.
გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.