ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლას მხარი დაუჭირა. ფინელმა პარლამენტარებმა მსგავს გადაწყვეტილება თითქმის ერთხმად მიიღეს – 200 დეპუტატიდან 188-მ ხმა ნატო-ში გაწევრიანებას მისცა.
ახლა, პროცედურის მიხედვით, გადაწყვეტილება ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ქვეყნის მთავრობამ უნდა განიხილოს.
ამის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტი საული ნიინისტე მიიღებს. სავარაუდოდ, ის ამას დღეს, 17 მაისს, შვედეთში ვიზიტის დროს გააკეთებს, რომელმაც ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.