“ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში მოინახულა.
მისი თქმით, ნიკა გვარამია ნორმალურად არის, თუმცა წუხს ტელეკომპანიასთან დაკავშირებით და ასევე შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტს სამედიცინო დასკვნის დაგვიანება ცუდის მაუწყებელია.
“დამხვდა ისეთი როგორსაც მთელი ცხოვრება ვიცნობ, არაფერი შეცვლილი არ ყოფილა, არც განწყობის თვალსაზრისით, გარდა იმისა, რომ დარდობს თავის მეორე ოჯახზე , „მთავარის“ ვითარებაზე. ფიქრობს, რომ ახლა ძალიან მძიმე დღეები აქვთ მათ და დარწმუნებულია, რომ ყველაფერ პრობლემას ერთად დაძლევენ. ნერვიულობს მიხეილ საკაშვილის იმ დასკვნაზე რომელიც იგვიანებს, და ფირობს რომ ეს არ არის კარგის მაუწყებელი. პრობლემები ახლა მას არ აქვს, საგანგაშო არაფერი არ არის, პირობები ნორმალურია“- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.