spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ გადაწყვეტს წავიდეს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით თუ იხელმძღვანელოს ეროვნული ინტერესებით

ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს წავიდეს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით თუ იხელმძღვანელოს საქართველოს ეროვნული ინტერესებით, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად არ შეაჩერებს კანონის მოქმედებას, ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს.

“ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს წავიდეს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით თუ იხელმძღვანელოს საქართველოს ეროვნული ინტერესებით. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად არ შეაჩერებს კანონის მოქმედებას, ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის, საქართველოს დემოკრატიისთვის. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება შუალედური ან არ იქნება კანონის სრულად შეჩერების თაობაზე მიღებული, იქნება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაგრძელება”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები