spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზუკა გუმბარიძე – ზუსტად ვიცი და ვგრძნობ, რომ ამ ქვეყანაში ამერიკა ყოველთვის იქნება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე

“ფორმულას“ გენერალური დირექტორის ზუკა გუმბარიძის განცხადებით, საქართველოში აშშ ყოველთვის იქნება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე.

 

ამის შესახებ გუმბარიძემ აშშ-ის ელჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

“აშშ-ის საელჩოს განცხადება იყო აბსოლუტურად სწორი აქცენტებით, რომელიც ძალიან მალე ვიხილეთ ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ. დღევანდელი ფორმატი იყო დახურული, შესაბამისად მე დეტალებზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დღეს საელჩოდან გამოსვლის შემდეგ ზუსტად ვიცი და ვგრძნობ, რომ ამ ქვეყანაში ამერიკა ყოველთვის იქნება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე და ყოველთვის შეეცდება, რომ ქვეყანა ნორმალური დემოკრატიული კურსით განვითარდეს”, – აღნიშნა გუმბარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები