spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – ჩემი აზრით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის როგორი არგუმენტები ექნება საკონსტიტუციო სასამართლოში

ყველას წინასწარ ესმის და სარჩელის შედგენის მომენტშიც ცხადია, რომ ის სასამართლო, რომელმაც პრეზიდენტი თვითონვე გამოაცხადა კონსტიტუციის დამრღვევად სრულიად უაზრობაზე, ამ სარჩელის განმხილავი უბრალოდ, ვერ იქნება, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის როგორი არგუმენტები ექნება საკონსტიტუციო სასამართლოში.

“ჩემი აზრით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის როგორი არგუმენტები ექნება საკონსტიტუციო სასამართლოში. მოსარჩელეების მიზანია, რომ სათქმელი ჰქონდეთ, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ, ვიბრძოლეთ და ვერაფერს მივაღწიეთო. მაშინ, როდესაც ყველას წინასწარ ესმის და სარჩელის შედგენის მომენტშიც ცხადია, რომ ის სასამართლო, რომელმაც პრეზიდენტი თვითონვე გამოაცხადა კონსტიტუციის დამრღვევად სრულიად უაზრობაზე, ამ სარჩელის განმხილავი უბრალოდ, ვერ იქნება. ამით, უბრალოდ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოზე ლეგიტიმაციის მინიჭება, თითქოს იქ ახლა მართლა კონსტიტუციურ-სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს და არა სხვა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები