spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის კომუნიკაციის საკითხი ახლებურად დარეგულირდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.

 

კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტი ეხება საკითხს, რომელზეც ყურადღება გამახვილებულია კომიტეტის მიერ განხილულ სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაში. 

 

კანონპროექტის თანახმად, ახლებურად რეგულირდება პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის კომუნიკაცია – მიმოწერა, სატელეფონო საუბარი. ბრალდებულს, რომელსაც გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, აგრეთვე ბრალდებულს, რომელსაც სრულად აქვს გამოყენებული პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის ლიმიტები (თვეში სამი ზარი), უფლება ექნება, წერილობით მიმართოს პენიტენციურ დაწესებულებას და მოითხოვოს მისი ადვოკატის ინფორმირება მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე. 

 

„პენიტენციური დაწესებულება ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის დასრულებამდე, უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული ადვოკატისთვის იმავე განცხადებაში დაფიქსირებულ სატელეფონო ნომერზე შესაბამისი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

დეპუტატებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები