spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახეთში სამი ადამიანი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა სოფელ  ახაშენის  გზაზე მოხდა.

მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

არსებული ინფორმაციით, ქმარმა მეუღლე და ორი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით  მოკლა.

სამი ადამიანის მკვლელობისთვის 40 წლამდე ასაკის ზვიად ზურაბაშვილი იძებნება. მოკლულებს შორის არიან სავარაუდო დამნაშავის ცოლი, 30 წლამდე ფიქრია ტუგულაშვილი და ბავშვობის მეგობრები – მალხაზ მამისაშვილი და როინ კობიაშვილი.

შსს-მ გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები