“ქართული ოცნება” 12 წელია, ეწევა ამ პოლიტიკას – დაყოფის, დაპირისპირებისა და სიძულვილის. ეს ხალხი არის იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, იმისათვის, რომ გამდიდრდნენ, ამისათვის კი ისინი არ ერიდებიან არაფერს, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნება” მანიპულირებს ისტორიული ღირებულებებითა და ტრადიციებით.
“ეს ხალხი არის იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, იმისათვის, რომ გამდიდრდნენ, ამისათვის კი ისინი არ ერიდებიან არაფერს, არ ერიდებიან ჩვენი ისტორიული ღირებულებებითა და ტრადიციებით მანიპულაციას, არ ერიდებიან არაფერს იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ამით ყველაზე მეტად ზიანს აყენებენ ადამიანებს და ეროვნულ ინტერესებსაც. სრულიად მიტოვებულია ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც “ქართულ ოცნებას” საერთოდ არ ანაღვლებს. ეს არის “ქართული ოცნების” სახე და ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არჩევანი ძალიან მკაფიოა.
“ქართული ოცნება” 12 წელია, ეწევა ამ პოლიტიკას – დაყოფის, დაპირისპირებისა და სიძულვილის”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.