spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინასა და საქართველოს შორის ID ბარათებით მიმოსვლა პირველი მარტიდან იქნება შესაძლებელი

კიევი: უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ორივე ქვეყანაში ID ბარათებით გამგზავრებას მიმდინარე წლის პირველი მარტიდან შეძლებენ. 

 

“2019 წლის პირველ მარტს ძალაში შედის უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის განახლებული შეთანხმება სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ. არსებულ უვიზო რეჟიმთან ერთად, დამატებით ამოქმედდება ID ბარათების ფორმის შიდა პასპორტების საფუძველზე ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლის დებულება“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ყოფნა ყველწლიურად 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

 

უკრაინამ და საქართველომ ორივე ქვეყანაში ID ბარათებით შესვლის შესახებ შეთანხმება გასული წლის ოქტომბერში გააფორმეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები