spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ბერძენიშვილი – იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლო, ეს პროცედურები გასავლელია

“რესპუბლიკური პარტიის” წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში არის სამი მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ შეკვეთას არ დაემორჩილა და ეს ანგარიშგასაწევია.

“მნიშვნელოვანია, რომ მთელი ქართული დემოკრატიული რესურსი აპროტესტებს ამ რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში. მერე რა რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უმრავლესობა  პრეზიდენტის იმპიჩმენტს უჭერს მხარს, ის სამი მოსამართლე არ არის დასავიწყებელი, რომელიც პოლიტიკურ შეკვეთას არ დაემორჩილა. პირიქით, ანგარიშგასაწევია. ახლა უკვე პროფესიული სინდისის საკითხია, იქნებ ვინმეს შვილი სადმე სწავლობს, სანქცირებას მოერიდოს და ა.შ.

იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლო, ეს პროცედურები გასავლელია და ჩვენმა საზოგადოებამ ქვეყნის შიგნით თუ პარტნიორებმა გარეთ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ყველა სამართლებრივ და პოლიტიკურ საშუალებას, ლეგალურ, დემოკრატიულ, მშვიდობიან საშუალებას იყენებს ქართული დემოკრატიული რესურსი, პრეზიდენტი  და ოპოზიცია, იმისთვის, რომ  კონსტიტუციურ ჩარჩოებში წარმართოს, უმძიმეს პირობებში ბრძოლა სახელმწიფოს მიმტაცებელი ხელისუფლების წინააღმდეგ. საკუთარი თავისთვის კი არ იტაცებს ამ სახელმწიფოს ხელისუფლება, არამედ სხვა სახელმწიფოს უნდა რომ მიართვას“, – განაცხადა ბერძენიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები