spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოკუპანტი შიშიმარინის მიერ მოკლული მამაკაცის ქვრივი თანახმაა, დაკავებული “აზოვსტალის” მცველებში გაცვალონ

რუსი ოკუპანტის მიერ მოკლული სუმის რაიონის მკვიდრის ქვრივი თანახმაა, შიშიმარინი მარიუპოლის დამცველებში გაცვალონ.

 

ამის შესახებ მან კიევში სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც გრძელდება რუსი სამხედროს ვადიმ შიშიმარინის სასამართლო პროცესი, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა აღიარა.

 

ქვრივმა აღნიშნა, რომ მოითხოვდა ოკუპანტისთვის სამუდამო პატიმრობას, მაგრამ წინააღმდეგი არ იქნება, თუ შიშიმარინს „აზოვსტალის“ დამცველებში გაცვლიან.

 

“თუ გაცვლიან მას, მათ შორის, ჩვენი მარიუპოლის დამცველებში, მე ვიქნები ამის მომხრე”, – აღნიშნა ქალმა სასამართლო პროცესზე.

 

შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები