თბილისი: უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 47.28%-ის დათვლის შემდეგ კვლავ შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზელენსკის ხმათა 30.19% აქვს. ისევ მეორე ადგილზეა უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 16.68%-ით, მესამე ადგილს კი ოპოზიციური პარტია “ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო იკავებს 13.06%-ით.
საერთო ჯამში, ამ დროისთვის ექვსი მილიონ 728 ათას 298 ხმაა დათვლილი. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში 11 მილიონ ადამიანს მონაწილეობა არ მიუღია.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.