spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – როგორც კი დავიწყებას აძლევ წარსულს, დიდი საფრთხე არსებობს, რომ ის კვლავ განმეორდეს, მაგრამ უფრო მძაფრად

როგორც კი დავიწყებას აძლევ წარსულს, დიდი საფრთხე არსებობს, რომ ის კვლავ განმეორდეს, მაგრამ უფრო მძაფრად, უფრო მძიმე სახით, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ქადაგებისას განაცხადა.

“განსაცდელის მერე, როდესაც ადამიანი შვებას იგრძნობს, დიდი სიხარულია, დიდი აღმაფრენა აქვს, შვებით ამოისუნთქავს და ფიქრობს, რომ სულ ასე იქნება. არ ხდება ასე. ის, რაც გაიარე, მძიმე გამოცდილება, დიდი განსაცდელები, ამას ცოდნა სჭირდება, რომ მსგავს მდგომარეობაში აღარ აღმოჩნდე და უფრო დაცული იყო. როგორც კი დავიწყებას აძლევ წარსულს, დიდი საფრთხე არსებობს, რომ ის კვლავ განმეორდეს, მაგრამ უფრო მძაფრად, უფრო მძიმე სახით. იმედი მაქვს, რომ რწმენა, რომელიც განმსჭვალავს ჩვენს გონებას, ასევე მოიცავს ჩვენს საქმეებსაც, რასაც გავაკეთებთ და მოვიმოქმედებთ, სიკეთით და კეთილი მიზნებით იქნება ნასაზრდოები, ღვთისა და ადამიანის სიყვარულით იქნება ნასაზრდოები, რადგან სარწმუნოება თვინიერ საქმისა, მკვდარია.შენი რწმენა საქმეში უნდა გამოიხატოს თუ ის მართლაც არის შენთან.

რწმენა ცხოვრების წესია, დიდი ენერგიის წყაროც არის და მჯერა, რომ თუ ჩვენ, სწორი, გულწრფელი და მართალი დამოკიდებულება გვექნება ღვთის მიმართ, საცდურებს გადავლახავთ და ღმერთთან მყარად დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს. ამას სჭირდება რწმენა, გული გონიერი და სიყვარული.

ეკლესიას უნახავს ცამდე ამაღლებული და უკიდურესად დაცემული ადამიანებიც, ყოველ პატივს მოფრთხილება სჭირდება, კრძალვით მიღება სჭირდება, უბრალოებითა და თავმდაბლობით”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები