ნიკა გვარამიას დაჭერა არ არის ისეთი ზიანი თვითონ ნიკასთვის, რამდენადაც ივანიშვილისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილისთვის მთავარი არასწორი არჩევანი რუსეთზე ფსონი დადება იყო.
“ბოლო პერიოდში ივანიშვილის სულ მიდის ვა-ბანკზე, ნიკა გვარამიას დაჭერა არ არის ისეთი ზიანი თვითონ ნიკასთვის და თავისუფალი აზრისთვის, რამდენადაც ივანიშვილისთვის.
მან მთავარი ვა-ბანკი მაშინ გააკეთა, როდესაც პუტინზე დადო ფსონი, რასაც მოყვა შემდეგი ნაბიჯები. მან გააკეთა არჩევანი არა მხოლოდ ბოროტ ძალაზე, არამედ წაგებულზე. ამ წაგებულმა ფსონმა განაპირობა ის, რასაც ვხედავთ“, – განაცხადა ფოფხაძემ ოპოზიციური არხების გაერთიანებულ სპეციალურ ეთერში.