spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ობოლაძე – სჯობს, კონკრეტულ ჩინოვნიკებს და კონკრეტულ ოლიგარქს დაედოს სანქციები, ვიდრე ქვეყანას

სჯობს, კონკრეტულ ჩინოვნიკებს და კონკრეტულ  ოლიგარქს დაედოს სანქციები, ვიდრე ქვეყანას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ვერავის ატყუებს,  რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე თავად არ არის პასუხისმგებელი. 

 

“ივანიშვილი ვერ ატყუებს ვერ უკრაინას და ვერც დასავლეთს, რომ ის არ არის პასუხისმგებელი ყველაფერ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება და მას ეკისრება პირადად პასუხისმგებლობა. 

 

ეს გაცხადება კარგად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების პრორუსული მოქმედებები და არამეგობრული  დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლებისადმი არის ცხადი, რაც ვერ იმალება. 

 

შესაბამისად, სანქციები დგება დღის წესრიგში. სჯობს, სანქციები დაედოს კონკრეტულ პირებს, კონკრეტულ ოლიგარქს, კონკრეტულ თანამდებობის პირებს, ვიდრე ეს ყველაფერი გადაიზარდოს შემდეგ და ქვეყანას დაედოს სანქციები“, – განაცხადა ობოლაძემ. 

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა  რადიო “მაესტროსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, სანქციების სიაში უნდა იყოს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები