spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინის გენშტაბმა რუსეთის როსტოვის ოლქში ნავთობის საცავზე დარტყმა დაადასტურა

28 აგვისტოს ღამით უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ნავთობის ორ საცავს დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

ერთ-ერთი თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის ნავთობის საცავზე “ატლასი”, რის შედეგადაც ობიექტის ვერტიკალურ ავზებში ხანძარი გაჩნდა.

ოპერაცია შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ განხორციელდა.

ასევე ვრცელდება ცნობები კიროვის ოლქში ნავთობის საცავ “ზენიტზე” და რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქში რუსული ჯარების საველე საარტილერიო საწყობზე თავდასხმების შესახებ. შედეგების შესახებ დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება.

“უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ზომების მიღებას რუსი ოკუპანტების სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შესუსტების და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შესაჩერებლად”, – აღნიშნავენ გენშტაბში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები