დღეს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, მოვხვდებით თუ არა ისეთი არადემოკრატიული სახელმწიფოების სიაში, როგორც არის რუსეთი, ბელარუსი, ბოლივია, ეკვადორი, კუბა, ნამიბია, ვენესუელა, კამბოჯა, უგანდა, ჩინეთი, ინდოეთი, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლოდინი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
“ისეთი მნიშვნელობის საკითხი, როგორსაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს, ჯერ თავისი პრაქტიკის განმავლობაში არ განუხილავს. დღეს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, მოვხვდებით თუ არა ისეთი არადემოკრატიული სახელმწიფოების სიაში, როგორც არის რუსეთი, ბელარუსი, ბოლივია, ეკვადორი, კუბა, ნამიბია, ვენესუელა, კამბოჯა, უგანდა, ჩინეთი, ინდოეთი. თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონის მოქმედებას არ შეაჩერებს, ჩვენ ასეთი ქვეყნების სიაში აღმოვჩნდებით.
მე მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეები არ გაიმეტებენ საკუთარ სამშობლოს იმისათვის, რომ ერთ-ერთი წარუმატებელი და იზოლირებული ქვეყანა გავხდეთ. ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ეს კანონი ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
საკონსტიტუციო სასამართლო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებას დღეს განიხილავს.