spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა მამულაშვილი – მე ასეთი კითხვა მაქვს, რატომ ემთხვევა ირაკლი კობახიძის რიტორიკა მარია ზახაროვას რიტორიკას?!

მე ასეთი კითხვა მაქვს, რატომ ემთხვევა ირაკლი კობახიძის რიტორიკა მარია ზახაროვას რიტორიკას? – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა. 

 

მისივე თქმით, დღევანდელი განცხადებებისათვის ირაკლი კობახიძე რუსი პროპაგანდისტების შექებას  დაიმსახურებს. 

 

“კობახიძემ თქვა, რატომ ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა დასავლეთის რიტორიკასო.  მე ასეთი კითხვა მაქვას – რატომ ემთხვევა ირაკლი კობახიძის რიტორიკა მარია ზახაროვას რიტორიკას?! ძალიან ხშირად ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ იმეორებს იმას, რასაც ამბობს რუსული პროპაგანდა და აცხადებენ  რუსი პროპაგანდისტები. სავარაუდოდ, მას ცოტა ხანში შეაქებს მარგარიტა სიმონიანი. მოუწონებენ ბატონ ირაკლი ასეთ გამოსვლას“, – განაცხადა მამულაშვილმა. 

 

მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში,  როდესაც „ქართული ოცნება“ ევროპელ პარტნიორებს „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტებს და „კრიმინალების მფარველებს“ უწოდებს, გასაკვირი იქნება, რომ მათ „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა უნდოდეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები