spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკი აშშ-ში მიიწვია

კიევი: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიწვია. 

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა აშშ-ის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობასადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

 

ვლადიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიწვევისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა სავარაუდოდ, ტრამპის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება, რომელიც 28-29 ივნისს იაპონიაში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები