ქვეყნის დემოკრატიულ, ევროპულ და სამართლიან მომავალს განსაზღვრავს ეს გადაწყვეტილება, ეს საქმე და ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს, იმიტომ, რომ ამდენი პროტესტი არ მოჰყოლია არცერთ პროცესს, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი ძალიან დიდი გამოცდაა სასამართლოსთვის.
“ქვეყნის დემოკრატიულ, ევროპულ და სამართლიან მომავალს განსაზღვრავს ეს გადაწყვეტილება, ეს საქმე და ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს, იმიტომ, რომ ამდენი პროტესტი არ მოჰყოლია არცერთ პროცესს, იმიტომ, რომ მგრძნობელობა ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, რომ ეს საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ევროპულ მომავალს. ახლა არის შესაძლებლობა და უნდა გამოიყენონ. ეს კიდევ ერთი ძალიან დიდი გამოცდაა სასამართლოსთვის”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს.