ბორჯომში, ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული შენობის რეკონსტრუქცია-კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს უმაღლესი ლიგის სტანდარტებს.
რეაბილიტაციის შედეგად მოეწყობა: გასახდელები, საკონფერენციო დარბაზი; ჟურნალისტების, ექიმის, დელეგატების, ბურთის ბიჭების, მსაჯის ოთახები, საშხაპეები და სველი წერტილები, ლიფტები. გადაიხურება ტრიბუნები და VIP ლოჟა. შენობა სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.
პროექტი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.