spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – ჩემი აზრით, ამ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში “ქოცები” მოიგებენ იმიტომ, რომ მსაჯი მათია

ჩემი აზრით, ამ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში “ქოცები” მოიგებენ იმიტომ, რომ მსაჯი მათია. შესაბამისად, როცა მსაჯი შენია, აზრი არ აქვს როგორ თამაშობ ფეხბურთს, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს დავა პერსპექტიული არ არის.

“ჩემი აზრით, ამ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში “ქოცები”  მოიგებენ იმიტომ,  რომ მსაჯი მათია. შესაბამისად, როცა მსაჯი შენია, აზრი არ აქვს როგორ თამაშობ ფეხბურთს. საბოლოო ჯამში, ის ანგარიში დაიწერება, რაც მსაჯს უნდა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მიუკერძოებელი და ობიექტური არ არის და არც შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლო, მაინც და მაინც ეს დავა პერსპექტიული არ მეჩვენება, თუმცა ვნახოთ, რა იცით, რა ხდება”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები