spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – შესაძლოა, პარლამენტმა დაარღვია 78-ე მუხლი, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო გამოვა ევროპული მომავლის გადარჩენის მედროშე

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცილობლად გახდება ბიძგი, რომ ჩვენ მოგვცენ მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა. ეს გადაარჩენს ამ შემთხვევაში 78-ე მუხლის დარღვევისგან  ჩვენს სახელმწიფოს, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო გამოვა ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის მედროშე.

“მთავარია, ევროკომისიამ დაინახოს, რომ საქართველოს სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით შეაჩერა კანონი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ევროკავშირისთვის და საქართველოს სახელით მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცილობლად გახდება ბიძგი, რომ ჩვენ მოგვცენ მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა. ეს გადაარჩენს ამ შემთხვევაში 78-ე  მუხლის დარღვევისგან  ჩვენს სახელმწიფოს. შესაძლოა, პარლამენტმა დაარღვია 78-ე მუხლი, მაგრამ ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო გამოვა ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის მედროშე”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები