spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – მისი უწმინდესობის სურვილია, რომ ეს საკითხი დაჩქარებულად არ იქნეს განხილული

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დატოვების შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს არ სურს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხი დაჩქარებულად იქნეს განხილული.

მისი თქმით, პატრიარქის მოსაზრება შეხვედრაზე მოსაყდრე შიო მუჯირმა განაცხადა.

“მინდა ხაზგასმით გითხრათ, პატრიარქის სურვილი აღინიშნა მოსაყდრის მიერ – მისი უწმინდესობის სურვილია, რომ ეს საკითხი დაჩქარებულად არ იქნეს განხილული. აქ საუბარია სახელმწიფოს გაცხადებულ ნებაზე, კეთილ ნებაზე. ამის უკან რაღაც სპეკულაციები, რომ კარგია ან ცუდია – ამ ყოველივეს სჭირდება სერიოზული განხილვა, ანალიზი, სპეციალისტების შეხვედრები.

დღეს საუბარი არ არის ამ გადაწყვეტილების მიღებაზე. რა სურვილიც აქვს მთავრობას, ის ეკლესიას [ამ სურვილს] სთავაზობს, რათა კონსულტაციები გაიმართოს”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები