ვნახოთ, დავაკვირდეთ, რას იზამს საკონსტიტუციო სასამართლოს. დიდი იმედი არ გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ საქართველოს დიდი მომავალი აქვს, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბათუმში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მან მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას დღევანდელი ხელისუფლება ებრძვის, რის გამოც გააუქმეს ანაკლიის პორტის მშენებლობაც.
“კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე და იზოლაცია – აი, ესაა ის არჩევანი, რომელიც ყველამ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ მოგვაქვს კეთილდღეობა ევროპასთან ერთად – “ქართულ ოცნებას” მოაქვს სიღატაკე იზოლაციაში, იმ მძიმე იზოლაციაში, რომელიც შეიძლება დაუჯდეს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვართ ისტორიული გადაწყვეტილების ისტორიულ გზა გასაყარზე.
ჩემს მარჯვნივ არის შავი ზღვა, ამ ზღვის იქით არის ევროკავშირი და ის გვეუბნება, რომ უნდა შემოაბიჯოს პირველად შავი ზღვის აქეთ და საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის კარიბჭე.
აჭარა სიმბოლო იყო აღმშენებლობის, ბათუმი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ლევან ვარშალომიძესთან და ყველასთან ერთად ვაშენებდით. ისეთი განვითარებული, როგორიც არის ბათუმი, უნდა იყოს ანაკლიაც, რომელიც იმიტომ გააჩერეს, რომ პერსონალური მტრობა აქვთ მიხეილ სააკაშვილთან და ნებისმიერი პროექტი, რაც მან წამოიწყო – გააჩერეს.
ვნახოთ, დავაკვირდეთ, რას იზამს საკონსტიტუციო სასამართლოს. დიდი იმედი არ გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ საქართველოს დიდი მომავალი აქვს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.