spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი წერეთელი – თუ ვინმეს აქვს წვლილი ამ ქალაქის ფეხზე დაყენებაში, ეს სწორედ მიხეილ სააკაშვილია

მე ნამდვილად არ მიკვირს, რომ დღეს აქ ასეთი დიდი ემოციებია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან თუ ვინმეს აქვს წვლილი ამ ქალაქის ფეხზე დაყენებაში, ეს სწორედ მიხეილ სააკაშვილია, –  ამის შესახებ “ერთიანობა-ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაცია უნდა იმიტომ, რომ პოლიტპატიმრები აღარ არსებობდნენ.

“მე დარწმუნებული ვარ, იმ ერთიანობით, რომელზეც აქ იყო საუბარი, ჩვენ გავიმარჯვებთ და წავალთ იმ ევროპისკენ, რომელიც ყოველთვის იყო და არის უდიდესი სივრცე კეთილდღეობისთვის. ეს ადამიანები, ბავშვები, რომლებიც დღეს აქ არიან შეკრებილი, აუცილებლად ნახავენ ამ სიკეთეს ჩვენთან ერთად. მე ნამდვილად არ მიკვირს, რომ დღეს აქ ასეთი დიდი ემოციებია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან თუ ვინმეს აქვს წვლილი ამ ქალაქის ფეხზე დაყენებაში, ეს სწორედ მიხეილ სააკაშვილია და თინაც, მეც, გიორგიც ვიყავით მომსწრე იმ გრანდიოზული პროექტების. ჩვენ იმიტომ გვინდა ევროპა და იმიტომ გვინდა საქართველო ევროპაში, რომ იქ პოლიტიკური პატიმრები არ იქნებიან და ყველას ექნება თავისი ადგილი ამ ქვეყანაში.

ჩვენ ვხედავთ, რა ხდება დღეს, ამიტომ გვჭირდება ევროპა, სადაც ადამიანის უფლებები იქნება დაცული და სადაც არასდროს მოხდება ისეთი რუსული კანონის განხილვა, რომელიც ახლა იხილება და რომელსაც სურს გააქროს სამოქალაქო საზოგადოება”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები