ონის მუნიციპალიტეტის მერის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ნოდარიშვილმა ქალაქის ცენტრში არსებული ბეერ-შევას სახელობის სკვერში, საჭიდაო დარბაზის მშენებლობა დაათვალიერა.
პროექტი, საქართველოს მთავრობის მიერ „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჭიდაობის დარბაზი, გათბობა-გაგრილების ვენტილაციის სისტემის, წყლისა და წყალარინების სისტემის და სახანძრო უსაფრთხოების გათვალისწინებთ.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “მტმ” ასრულებს.
აღნიშნული სამშენებლო სამუშაოებისთვის თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება – 1 436 221 ლარს შეადგენს.
აღნიშნულ შენობაში, ააიპ “ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის“ ჭიდაობის სექცია განთავსდება, რომელშიც 70 აღსაზრდელი ირიცხება, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები.