spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ონის მერის პირველმა მოადგილემ მდინარე საკაურაზე, სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ონის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ნოდარიშვილმა, სოფელ ლაგვანთაში 2020 წლის 28-29 ივლისის თვეში, სტიქიის შედეგად დაზიანებული მდინარე საკაურაზე, სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

 

აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ხიდმშენი 99“ ასრულებს. 

 

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სანაპირო ბურჯების მონოლითური რკინა-ბეტონით  საყრდენი კედლების მოწყობა, ქვაბულის ძირში და პერიმეტრზე გრუნტის დამუშავება, ქვიშა-ხრეშოვანი და ბეტონის მოსამზადებელი ფენის მოწყობა.

 

პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 387 551 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2022 წლის მაისში იგეგმება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები