პოლონეთი მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ “სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
“ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკითხა, თანახმა ვარ თუ არა, რომ პოლონეთი იყოს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. ჩვენ გვჯერა, რომ როგორც მეზობლები, უბრალოდ ვალდებულები ვართ. ამიტომ, თუ უკრაინა შემოგვთავაზებს ვიყოთ უსაფრთხოების გარანტი და მშვიდობის გარანტი ომის დასრულებისას და თუ სამშვიდობო ხელშეკრულების ასეთი პირობები მიიღება – დიახ, პოლონეთი მიიღებს მონაწილეობას ამაში“, – განაცხადა დუდამ.