spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ბარამიძე – ირაკლი კობახიძე კარგად განსწავლული გაიძვერაა, სიტყვებით მანიპულირებს

ირაკლი კობახიძე კარგად განსწავლული გაიძვერაა, სიტყვებით მანიპულირებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ განაცხადა. 

 

მისივე თქმით, ევროკავშირთან პარტნიორობა საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, რომლის გამოყენება მნიშვნელოვანია.  

 

“ირაკლი კობახიძე კარგად განსწავლული გაიძვერაა, სიტყვებით მანიპულირებს, როდესაც აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებით ვერანაირ დამატებით დაფინანსებას ვერ მიიღებს. ამ სტატუსის მიღება  არის  არის შესაძლებლობა.  ევროკავშირი კანდიდატი წევრის წინაშე არაფრით ვალდებული არ არის,  ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ევროკავშირს კი არ უნდა შემოსვლა.  ჩვენ ვიღებთ ვალდებულებებს, რომ ცივილიზებულად მოვიქცევით, როგორც ევროპული ერი.  გვექნება ის საკითხები მოგვარებული,  რის შესახებაც კარლ ჰარცელის განცხადებაშია საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ. 

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერები რეალურად, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.   

 

“ესენი  არიან მოღალატეები, პუტინის გეგმის განმახორციელებლები,   ამათ ნელ-ნელა საქართველო შეყავთ რუსეთში. ლაპარაკობენ, „ევროპა გვინდა, ნატო გვინდა“, მაგრამ ყოველგვარი შინაარსისგან შიგნავენ ქართულ სახელმწიფოებრიობას, რომელზედაც ამ განცხადებაშიცაა საუბარი. საქართველო სიტყვით, დეკლარირებულად არის თითქოს ევროპის გზაზე, სინამდვილეში უკან-უკან ვიხევთ, ქვეყანა ხალხისგან იცლება, საქართველოში ხალხი პერსპექტივას ვეღარ ხედავს“, – განაცხადა  ბარამიძემ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები