spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან არის უზარმაზარი რიგი, ამ რიგებს იწვევს გაჭირვება

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან არის უზარმაზარი რიგი. ამ რიგებს იწვევს გაჭირვება, იმიტომ, რომ საქართველოში არის ძალიან ხელოვნურად გაზრდილი ფასები იმ მონოპოლიების გამო, რომელიც ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ შექმნა, სადაც ეკონომიკა მუშაობს მხოლოდ მასზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და “ერთიანობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს არსებობს შესაძლებლობა ამ ვითარების შეცვლის.

“სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან არის უზარმაზარი რიგი. ამ რიგებს იწვევს გაჭირვება, სიღატაკე, რომელსაც ადამიანები ებრძვიან და იძულებული არიან, რომ გადავიდნენ თურქეთში მედიკამენტებზე, საკვებ პროდუქტებზე, იმიტომ, რომ საქართველოში არის ძალიან ხელოვნურად გაზრდილი ფასები იმ მონოპოლიების გამო, რომელიც ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ შექმნა, სადაც ეკონომიკა მუშაობს მხოლოდ მასზე.

26 ოქტომბრის არჩევნები ჩვენ ამას გვეუბნება – ყველა ადამიანი, რომელსაც ვხვდებით, არის შანსი, რომ უარი ვთქვათ ამ სიღატაკეზე, რომელიც გამოიწვია ივანიშვილის პოლიტიკამ და მოვიპოვოთ კეთილდღეობა ევროპაში. არჩევანი არის ნათელი, არჩევანი არის ევროპული კეთილდღეობა ან სიღატაკე – იზოლაციაში და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებს საქართველოს მოქალაქე და უარს ეტყვის ამ გაჭირვებას”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები