spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – პარლამენტმა ეს კანონი საუცხოო სამკაულს და ვარცხნილობას შეადარა, ამ დონეზე იხილავდა ამ კანონს

პარლამენტმა ეს კანონი საუცხოო სამკაულს და ვარცხნილობას შეადარა, ამ დონეზე იხილავდა ამ კანონს. თქვენ წარმოგიდგენიათ, კანონმა, რომელმაც ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და უდიდესი ზიანი მიაყენა, ასეთ დონეზე იყოს წარმოდგენილი, რომ არ გესმოდეს, სად ხარ მოსული?, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის წარმომადგენლებს არ აქვთ განცდა იმისა, თუ  რა დააზიანეს და დაცვის უნარიც არ აქვთ.

“საუცხოო სამკაულის და საუცხოო ვარცხნილობის ტოლფასი აღქმა, სასაცილოც აღარ არის. ინსტიტუციურად ეს პარლამენტს როგორ ამცირებს და აკნინებს, არ ვიცი. ვისურვებდი, რაღაც სერიოზული, წონადი არგუმენტი მოვისმინო. გუშინ, რაც გესმოდათ იყო ის, რომ პარლამენტმა ეს კანონი საუცხოო სამკაულს და ვარცხნილობას შეადარა, ამ დონეზე იხილავდა ამ კანონს. თქვენ წარმოგიდგენიათ, კანონმა, რომელმაც ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და უდიდესი ზიანი მიაყენა, ასეთ დონეზე იყოს წარმოდგენილი, რომ არ გესმოდეს, სად ხარ მოსული? ამ თანამშრომლების გამო, ძალიან ვწუხვარ და ამ ახალგაზრდებთან პოლემიკაში ვერ შევალ, ახალგაზრდები, აპარატის თანამშრომლები არიან და მათთან პოლემიკაში შესვლა ჩემთვის ძალიან უხერხულია, მაგრამ როცა პარლამენტს არ აქვს იმის განცდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ მნიშვნელობის საქმეზე ასეთი არასერიოზული განცხადებების მქონე წარმომადგენლობას უშვებს, ეს ნიშნავს, რომ არც აქვთ განცდა, რა გააკეთეს, რა დააზიანეს, რა გააფუჭეს და დაცვის უნარიც არ აქვთ. დასანქცირებულები ვინც არიან ამ კანონის გამო, ალბათ, სასამართლოშიც ვერ შემოდიან”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გამჭვირვალობის კანონის” შეჩერებასთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვაზე პარლამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სიტყვა “უცხო” სტიგმატიზების ეფექტს არ ატარებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები