თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე შუახნის მამაკაცს ავტობუსი დაეჯახა.
დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.