ევროკავშირის თითქმის ყველა ძირითადი წევრი ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გარდა იტალიისა, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
კერძოდ, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ევროკავშირის ლიდერების სამიტის შედეგების შემდეგ უკრაინის პერსპექტივების შესახებ კითხვა დაუსვეს.
“მხოლოდ ჩვენ ვართ კიევისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მომხრე. თითქმის არცერთი დიდი ქვეყანა არ უჭერს მხარს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში, მე ვიტყოდი ყველა, იტალიის გარდა”, – განაცხადა დრაგიმ.
მისი თქმით, დღეს სტატუსის მინიჭების კუთხით გაურკვეველი მდგომარეობაა.
“მაგრამ აუცილებელია წარმოვადგინოთ უკრაინის შესვლის სწრაფი გზა. და მეჩვენება, რომ ევროკომისია ასევე ეთანხმება ამ მოსაზრებას”, – აღნიშნა იტალიის პრემიერმა.