spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – 26 ოქტომბრის შემდეგ ამ ევროკავშირში გადმოვა ადამიანი თურქეთიდან, რომ დასაქმდეს, ანაზღაურება ჰქონდეს

ჩვენ რა გვინდა? – 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვოთ, რომ ეს იყოს ევროკავშირი, აქ გვქონდეს დასაქმება, აქ გვქონდეს შემოსავალი, აქ იყოს დაბალი ფასები, აქ იყოს განვითარება, აქ იყოს წინსვლა და ემიგრაციაში ხალხს წასვლა არ უწევდეს, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში მონოპოლიაა, რის გამოც ყველაფერს მაღალი ფასები აქვს.

“ახლა ქალბატონი ვნახე, რომელიც წამლის საყიდლად თურქეთში გადადის, იმიტომ, რომ ფასებს შორის დიდი სხვაობაა. 26 ოქტომბრის შემდეგ პირიქით იქნება – ამ ევროკავშირში გადმოვა ადამიანი თურქეთიდან იმისათვის, რომ დასაქმდეს, ანაზღაურება ჰქონდეს. აქ  სამუშაო ადგილები, შემოსავალიც მეტი იქნება და ფასებიც კი უფრო დაბალი იქნება. ევროკავშირშიც კი ფასები უფრო დაბალია, ვიდრე დღეს საქართველოში, იმიტომ, რომ მონოპოლიები არ იქნება.

კიდევ ერთ საკითხს მინდა ხაზი გავუსვა – მძღოლებს, რომლებიც ძალიან მძიმე დღეში არიან, სამწუხაროდ, დღეების განმავლობაში რიგებში უწევთ ყოფნა. ამ რიგებში ფულს ხარჯავენ, მერე გადაჰყავთ ამ ტივპარკებში და მერე უზარმაზარ ფასებს ახდევინებენ, რაც ასევე, სერიოზულად აწევთ მათ. ხალხი ძალიან გამწარებულია და ძალიან ბევრ საკითხზე აყენებს პრობლემას.

ჩვენ რა გვინდა? – 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვოთ, რომ ეს იყოს ევროკავშირი, აქ გვქონდეს დასაქმება, აქ გვქონდეს შემოსავალი, აქ იყოს დაბალი ფასები, აქ იყოს განვითარება, აქ იყოს წინსვლა და ემიგრაციაში ხალხს წასვლა არ უწევდეს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები