spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ღონისძიებები გაიმართა.

ბორჯომის თოჯინების თეატრში გაიმართა სპექტაკლის „ნახერხის რაინდების“ ჩვენება. სპექტაკლს ესწრებოდნენ ბორჯომის დღის ცენტრის „თებეს“ ბენეფიციარებიც, რომლებსაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ იოსებ რაზმაძემ საჩუქრები გადასცა.

ბორჯომის  ცენტრალურ (ისტორიული)  პარკში მხიარული ანიმატორები ზრუნავდნენ ბავშვებისთვის საზეიმო განწყობის შექმნაზე. ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლების და ანსამბლ “ოქტავას” მონაწილეობით პარკში კონცერტი გაიმართა.

ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, მინერალური წყლის ბიუვეტის სივრცეში, მოეწყო ბორჯომის თანამედროვე ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

1 ივნისის ბორჯომის ცენტრალურმა (ისტორიული) პარკმა სეზონი ოფიციალურად გაიხნა. ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად კი პარკში ატრაქიონები უფასოდ ემსახურებოდა მსურველებს. 

“ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამის ფარგლებში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დედ-მამით ობოლ ბავშვებს 200-200 ლარი ჩაურიცხა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია  ულოცავს პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშრისო დღეს  ნათელ, ლამაზ და ფერად მომავალს უსურვებს!”, – აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები