spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ობოლაძე – “ქართული ოცნება” ცდილობს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟირება მოახდინოს

“ქართული ოცნება” ცდილობს მოახდინოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟირება, –  ამის შესახებ Front News-ს  “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ობოლაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, “ოცნება” შეურაცხყოფს ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარია. 

“ქართული ოცნება” ცდილობს მოახდინოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟირება. ლანძღავენ და შეურაცხყოფენ ყველას, ვინც უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი ამ პროცესში.  თავს ესხმიან ევროპარლამენტარებს, კონგრესმენებს და ახლა მათ სამიზნეში “ევროპის სახალხო პარტია” მოექცა. 

ეს ყველაფერი ემსახურება საბოტაჟს, რისი აშკარა გამოვლინება იყო სწორედ ნიკა გვარამიას ასეთი დემონსტრაციული დაკავება, ამით მათ ხაზგასმით თქვეს, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ სასამართლოს, ჩვენ ვისაც გვინდა დავიჭერთ, თუ გინდათ, მიგვიღეთ და თუ გინდათ ნუ მიგვიღებთ“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ

მისი თქმით, “ქართული ოცნების” ქმედებები არის ქვეყნისათვის დამაზიანებელია. 

“ქართული ოცნება” თავისი არსით არის პრორუსული, თუმცა საჯაროდ ვერ ამბობენ, რომ არ უნდათ ევროინტეგრაცია, რადგან  იციან მოსახლეობის განწყობა, თუმცა ყველა თავისი ქმედებით ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები