spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში ზაფხულის საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში ზაფხულის საკურორტო სეზონი 1 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა.

გახსნის ფარგლებში სხვადასხვა ლოკაციაზე ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა.

ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიული) პარკში მხიარული ანიმატორები ბავშვებისთვის საზეიმო განწყობის შექმნაზე ზრუნავდნენ.

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ტრადიციულად ატრაქციონები ბავშვებს უფასოდ მოემსახურა.

მინერალური წყლის ბიუვეტის სივრცეში, მოეწყო ბორჯომის თანამედროვე ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ბავშვების კონცერტი გაიმართა ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე.

კონცერტის დასკვნითი ნაწილი ანსამბლ „ოქტავას” მიერ შესრულებული სიმღერები იყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები